საია გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს

სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე გამოეხმაურა.
ორგანიზაცია ხელისუფლებას გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტებზე რეაგირებისკენ და საქმის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
“ეს ამბავი ქმნის ძალიან მაღალი დასაბუთების ვარაუდს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამ ადამიანების წამებას. ეს წარმოშობს პირდაპირ ვალდებულებას სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს საქმე. მთავარია, ნება არსებობდეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ნება იარსებებს და ძალიან მალე გავიგებთ, ვინ იყვნენ გლდანის N8 დაწესებულების ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებმაც ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ. 2014 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში ჯაჭვით დაბმული სისხლიანი პატიმრები ნახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები