ზურაბ აბაშიძე: აუდიტის სამსახურს ჩვენ არასოდეს ვენდობოდით

პარლამენტის ნდობის ჯგუფში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის განკუთვნილ კვოტასთან დაკავშირებით კომენტარს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აკეთებს. როგორც აბაშიძე ჯურნალისტებთან საუბრისას აცხადებს პარტია “აუდიტის სამსახურს არასდროს ენდობოდა”. “თავისუფალ დემოკრატებს იქ უკვე გაგვიჩნდა,როგორც დამოუკიდებელ ფრაქციას ჩვენი ადგილი. დაველოდებოდი ჩვენ შესვლას იქ და მერე დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას. აუდიტის სამსახურს ჩვენ არასოდეს ვენდობოდით, არც “ნაციონალური მოძრაობის” დროს, მაშინ როდესაც პოლიტიკური იარაღი იყო წინა ხელისუფლების პირობებში. დღესაც იგივე გრძელდება, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს სწორედ ის თემებია რომელსაც ჩვენ ვემიჯნებით”, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები