კახა კახიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი დაიგეგმა. საქმე სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც, გლდანის N8 საპყრობილეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა.
17:00 საათზე ბრიფინგს მინისტრის პირველი მოადგილე კახი კახიშვილი გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა გლდანის #8-ე საპატიმროში ნაცემი და სისხლიანი პატიმრები იპოვეს. ერთ-ერთ მათგანს ხელ-ფეხი ჯაჭვით ჰქონდა შეკრული.