ეკა ბესელია: შსს ვალდებულია, ყველა საფრთხე გაითვალისწინოს და პასუხისმგებლობა აიღოს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ეკა ბესელიას, ირაკლის სესიაშვილის და გედევან ფოფხაძის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივაზე სამუშაო გჯუფი დღეს იმსჯელებს. პროექტის მიხედვით, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღები შსს-ს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში უნდა იყოს.
„გარე კონტროლის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი სანდოობა და ლეგიტიმაცია ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომლის მონიტორინგის ფუნქცია უნდა გაძლიერდეს, ანუ უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფო და შსს იყოს პასუხისმგებელი. შსს ვალდებულია, ყველა საფრთხე გაითვალისწინოს და პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანხმობის გარეშე ის ვერ განახორციელებს ფარულ ოპერატიულ მოქმედებებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. გასაღებების შესახებ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტში დღეს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები