ირაკლი ღარიბაშვილი: საქმით დავამტკიცეთ, რომ ვიზა- ლიბერალიზაციის პირველი ფაზა ეფექტიანად და წარმატებით დავასრულეთ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ წლის ბოლოს დაგეგმილმა რატიფიცირებამ შესაძლოა, პროცესები სხვა წევრ ქვეყნებშიც დააჩქაროს და მათ ახალი იმპულსი მისცეს.
“წლის ბოლოს დაგეგმილია ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან ეს სხვა წევრ ქვეყნებს ახალ იმპულსს მისცემს, რათა მათაც დროულად მოახდინონ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. აქ არავითარი ჩამორჩენა არ არის, ეს მუშა პროცესია და ყველა ქვეყანას თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტი წლის ბოლოს მოახდენს ჩვენი ხელშეკრულების რატიფიცირებას და მასთან ერთად რეზოლუციის მიღებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„რაც შეეხება ვიზა – ლიბერალიზაციის პროცესს, ჩვენ გაკეთებული საქმით დავამტკიცეთ, რომ ვიზა – ლიბერალიზაციის პირველი ფაზა დროულად, ეფექტიანად და წარმატებით დავასრულეთ. ახლა გადავედით მეორე ფაზაზე. მეორე ფაზის შესრულებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, სჯობს დაველოდოთ. ჩვენ ჩვენი საქმით უნდა დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუ როდის გახდება შესაძლებელი უვიზო რეჟიმი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები