მამუკა არეშიძე: ერთი გასაღები ღიად უნდა ჰქონდეს შსს-ს

ექსპერტი, მამუკა არეშიძე საპარლამენტო უმრავლესობის წინადადებას, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას მიესალმება.
როგორც არეშიძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით შსს ამ საკითხზე პასუხისმგებელი ოფიციალურად უნდა იყოს.
„აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობის საკითხს. ამიტომაც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ოფიციალურად უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი. ერთი გასაღები უნდა ჩაბარდეს უშიშროებას და ოფიციალურად პასუხი მას უნდა მოეთხოვოს. ერთი გასაღები ღიად უნდა ჰქოდეს შსს-ს. რაც შეეხება მეორე გასაღებს, ვის ექნება, მეორე გასაღები, ეს საზოგადოებრივი კონსესუსის თემა უნდა გახდეს. მე წინააღმდეგი არ ვარ პერსონალური სისტემების ინსპექტორის არსებობის, ვთვლი, რომ გარკვეული ხიბლი და ინტერესი ამ ორგანიზაციას აქვს“, – აცხადებს არეშიძე.
ამასთან, მისი მოსაზრებით, კერძო ოპერატორების ხელში არსებობს საფრთხე, რომ ხელოვნურად ასეთი ოპერატორი შეიქმნას და ეს ყველაფერი კვლავ უსაფრთხოების სისტემებმა გააკონტროლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები