ნუგზარ წიკლაური: ე.წ. უკანონო მოსმენების მსხვერპლნი ალასანია და უსუფაშვილიც არიან

ე.წ. უკანონო მოსმენების მსხვერპლნი ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილიც არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ყველაზე რეალური არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული წინადადებაა.
„ამ უკანონო მოსმენების ქვეშ ალასანია და უსუფაშვილი იყვნენ. როდესაც თავდაცვის მინისტრს და პარლამენტის თავმდომარეს უსმენენ, ხომ წარმოგიდგენიათ რიგითი ადამიანები და ჟურნალისტები როგორი დაუცველები არიან. შექმნილ სიტუაციაში ვთვლით, რომ არასამთავრობოების წინადადებები უზრუნველყოფს იმას, რომ ეს საუბრები დაცული იყოს“, – განაცხადა წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები