სასჯელაღსრულების სამინისტრო ომბუდსმენის საპასუხო განცხადებას გაავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ომბუდსმენის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებს. ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
2014 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში ჯაჭვით დაბმული, სისხლიანი პატიმრები ნახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები