ელგუჯა ხოკრიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს თომაშ ბელინსკს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტები ჩეხეთში, ქ.პრაღაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან.
სასწავლო კურსი საშუალებას მისცემს ქართველ სპეციალისტებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება გარემოს დაცვის კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ერთობლივად განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები