„კოდორის ხეობიდან გატანილი იარაღი სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ სომხეთში გაყიდეს“

„მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კოდორის ხეობა რუსეთს ჩააბარა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით კოდორიდან გატანილი იარაღი სომხეთში თემურ ალასანიაზე იქნა გადაყიდული“,- აღნიშნული განცხადება გადამდგარმა გენერალმა და სამხედრო ექპერტმა ტრისტან წითელაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
წითელაშვილის განცხადებით, ეს იყო ის საბრძოლო მასალები და იარაღები, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო ემზარ კვიციანს ხეობის დასაცავად ამარაგებდა. ტრისტან წითელაშვილმა ხეობიდან იარაღის გატანასა და გაყიდვაში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც დაადანაშაულა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად გიორგი ბარამიძე, თემურ ალასანია, გივი თარგამაძე, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდნენ.
„ ემზარ კვიციანი უშლიდა ხელს იარაღის კონტრაბანდას. როცა მიხეილ სააკაშვილმა კოდორის ხეობა რუსებს ჩააბარა, 4 დღეში დაფრინდა ორი რუსული ვერტმფრენი, რითაც კოდორის ხეობიდან გატანილი იქნა უამრავი საბრძოლო მასალა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები და მათ შორის ახალი ტიპის სითბური რაკეტები. ეს ყველაფერი მიხეილ სააკშვილის ხელმძღვანელობით სომხეთში, თემურ ალასანიაზე გადაიყიდა. საჭირო იყო ხეობის მაქსიმალური დაცვა, რაც კოდორის ხეობაში ჩამოყალიბდა ბატალიონი „მონადირე“ და ემზარ კვიციანი დაინიშნა პრეზიდენტის რწმუნებულად, სახელმწიფო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აწვდიდა კვიციანს სათანადო შეიარაღებას და საბრძოლო მასალას. კვიციანს ხეობაში უამრავი შეიარაღება და სითბური რაკეტები ჰქონდა. სწორედ ეს იარაღი გაიყიდა მერე სომხეთში. ამას ეწინააღმდეგებოდა კვიციანი, ამ ქმედებებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი ბარამიძემ, თემურ ალასანიამ, გივი თარგამაძემ, ვანო მერაბიშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილმა განახორციელეს. ისინი მონაწილეობდნენ კოდორის ხეობის დაკარგვაში და იარაღის გადაყიდვაში“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები