პრემიერი: მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელმა ბოლო 10 წელიწადში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელმა ბოლო 10 წელიწადში, მართლაც, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
“ბოლო დღეებში მოვისმინეთ, რომ ჩვენი მთავრობის ეფექტიანობა შეფასდა, ძალიან სერიოზული, სოლიდური რეიტინგები გამოქვეყნდა. მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელმა, მართლაც, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 10 წელიწადში. მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ეს რეალურად იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ჩვენი მთავრობა ბოლო 2 წლის განმავლობაში ახორციელებს. თუნდაც კორუფციის რისკების მიხედვით საქართველო მე-11 ადგილზეა. ჩვენ მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნები ჩამოვიტოვეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დღეს მთავრობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და ევროპულია. „ჩვენ გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, ამიტომ ახლა მთავარია, რომ ქვეყანაში – ჩვენთან სახლში იყოს ერთსულოვნება, სტაბილურობა. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. აუცილებელია, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის საკითხი, ვინაიდან მათი სურვილიცაა, რომ ოპოზიცია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს და უფრო კონსტრუქციული გახდეს და მთავრობასთან ითანამშრომლოს. ამის იმედი მაქვს და ჩვენ ამისთვის მოტივირებულები ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები