ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში კიდევ ერთ ვიზიტს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს მომავალში ბრიუსელში კიდევ ერთ ვიზიტს გამართავს. მომავალ წელს კი საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ეწვევა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა, მომავალი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს. “მე ვაპირებ, უახლოეს პერიოდში შევხვდე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, როდესაც ისინი დაბრუნდებიან ოფისში. საქართველოში მოვიწვიე ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ჩამობრძანდება მომავალ წელს საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები