ირაკლი ღარიბაშვილი: აუცილებელია, რომ ოპოზიცია უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს

აუცილებელია, რომ ოპოზიცია უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს. ეს იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მთავარია, რომ ქვეყანაში ერთსულოვნება და სტაბილურობა იყოს.
“მთავარია ქვეყანაში, ჩვენთან სახლში, იყოს ერთსულოვნება, სტაბილურობა. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. აუცილებელია, რომ ოპოზიცია უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს. ეს იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი, ვინაიდან მათი სურვილიც არის, რომ ოპოზიცია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს, უფრო კონსტრუქციული გახდეს და ითანამშრომლოს მთავრობასთან. მე ამის იმედი მაქვს და ჩვენ ამისთვის მოტივირებულები ვართ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები