კიევში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
კიევში, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაიდანზე უამრავი ცხედარია. თვითმხილველთა თქმით, ყველა დაღუპულს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებს ინსტიტუტსკის ქუჩაზე განთავსებული სნაიპერები ესვრიან.