თბილისში ხანძრის შედეგად 75 წლის ქალბატონი დაშავდა

 

   დიღმის მასივში 15 -სართულიანი კორპუსის მეათე სართულზე საცხოვრებელი ბინა დაიწვა, – ამის შესახებ „კვირას“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, აღნიშნულის შედეგად 75 წლის ქალბატონი დაშავდა და ის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები