"ფუსი რაიოტის" წევრებს მათრახებითა და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდნენ
სკანდალური “ფუსი რაიოტის“ ჯგუფის წევრებს სოჭში კაზაკები მათრახებითა და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდნენ. 19 თებერვალს სოჭის მორპორტის რაიონში დააკავეს შვიდი ადამიანი, მათ შორის ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა. გოგონებმა აქცია გამართეს, სახელწოდებით – “პუტინი გასწავლის სამშობლოს სიყვარულს”. აქციის დაწყებისთანავე მათ კაზაკები დაესხნენ თავს, გოგონები მათრახებით სცემეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს გოგონები სოჭის საზღვაო პორტთან დააკავეს. მათ ქურდობაში ადანაშაულებენ, რომელიც იმ სასტუმროში მოხდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, თუმცა დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. გოგონებმა განაცხადეს, რომ პოლიციის განყოფილებაში ისინი სცემეს.