ხვალ შსს-ში ვებგვერდის www.police.ge-ს სპეციალური ხმოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ 18 ნოემბერს, 15:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შსს-ს ვებ-გვერდის www.police.ge-ს სპეციალური ხმოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც უწყების პპრესსამსახურში აცხადებსნ, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“-ს წევრებთან ერთად, ხმოვანი ვებ-პორტალი voice.police.ge უსინათლოთათვის და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის მოამზადა. პროექტის მიზანია www.police.ge-ზე განთავსებული და განახლებადი ინფორმაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ვებ-გვერდის ხმოვანი ვერსია შექმნა”, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები