ცისკარიშვილი საფრანგეთში გაფორმებული დოკუმენტის შინაარსზე ვერ საუბრობს

პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ საფრანგეთში ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ ისაუბრა.
როგორც ჟურნალისტებთან ცისკარიშვილმა განაცხადა, მას საიდუმლო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, თუ რაზე გაფორმდა ეს დოკუმენტი და რა სათაური აქვს მას. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის შესახებ პოლიტოლოგმა ღიად საუბარი არ ისურვა, თუმცა აცხადებს, რომ მხარეებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის შემოტანას არ ეხება.
„ევროპაში გამგზავრებამდე 2 თვით ადრე, ალასანიას აშშ-ში ყოფნისას დაუსვეს კითხვა, რა ტიპის დახმარებას ელოდებით დასავლებთისგან და რა ტიპის დახმარებას თვლის ირაკლი ალასანია საჭიროდ უკრაინისთვის და საქართველოსთვის? მან ამ საუბრისას ახსენა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საჭიროება. იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება და დასვა კითხვა, ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის გამოყენებას? ჩვენდა სამარცხვინოდ, ეს კითხვა ჩვენი მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა. სურვილი ასეთი იარაღის საქართველოში არსებობისა არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუმცა სხვაგვარია რეალობა. ეს დოკუმენტი არაფერ კავშირში არ არის ასეთი იარაღის შემოტანასთან, გაწყობასთან და დამიზნებასთან. სრულიად სხვა სათაური აქვს ამ დოკუმენტს“, – აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფლობს თუ არა ის ინფორმაციას დოკუმენტის სახელწოდებისა და მისი შინაარსის შესახებ, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ფლობს ამ ინფრომაციას იმ „ჩიტისგან“, რომელიც პერიოდულად მიფრინდება ხოლმე მასთან.
„ერთი მოუსვენარი ჩიტი მყავს, მას მოაქვს ჩემთვის ინფორმაციები“, -განაცხადა პოლიტოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები