კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება

ყოფილი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზა ლონდონში დღეს ჩაუტარდება, – ამის შესახებ „კვირას“ დიდ ბრიტანეთში საქართველოს კონსულმა დავით ჯავახიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდება საქართველოში ცხედრის გადმოსვენების საკითხი.
„საქართველოს საელჩო და საკონსულო უშუალოდ ჩართულია კახა ბენდუქიძის გადმოსვენების საკითხის მოგვარებაში. ექსპერტიზა დღეს ჩატარდება და მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, გადმოსვენება როდის მოხდება. ცხედარს ექსპერტიზა „კორონორის“ ოფისის სპეციალურ განყოფილებაში ჩაუტარდება“, – განაცხადა დავით ჯავახიშვილმა.
მისი თქმით, კახა ბენდუქიძე გუშინ, სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ საღამოს საათებში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაუკეთეს, 3 სტენდი ჩაუდგეს, მოგვიანებით კი ინგლისში გადაიყვანეს. ის ლონდონში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები