“სახალხო დარბაზის” წევრები პოლიციის მოწოდებას დაემორჩილნენ და კონტრაქცია შეწყდა

  “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” მიერ გამართული კონტრაქცია შეწყდა.
სახალხო დარბაზის წარმომადგენლები მათი ორგანიზაციის ოფისისკენ დაიძრნენ.
ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” წევრების თქმით, ისინი დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა აღარ გამართეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოდერძი ოთარაშვილის განმარტებით, მან რეგიონებიდან მობილიზებული ორგანიზაციის წევრები და მომხრეები შეაჩერა, რომლებიც დღეს “სახალხო დარბაზის” აქციაზე მისვლას გეგმავდნენ.
“ჩვენ დროებით ოფისიდან დავაკვირდებით სიტუაციას. იმ შემთხვევაში, თუკი “ნაციონალები” არ დაიშლებიან, დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ ქვეყნის გადატრიალების საშუალებას და დავიძვრებით. თუ დაპირისპირება გახდა საჭირო, დავუპირისპირდებით კიდეც”, – განაცხად გოდერძი ოთარაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” აქციის მიმდინარეობისას პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველებმა, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციისთვის ხელი არ შეეშალათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები