ჯორჯ სოროსი: ახალი საქართველო უფრო მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა

ფინანსისტი და ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტს შეხვდა.
ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ინფორმაციით, ლექციის თემა იყო: ევროპის მომავალი და მისი შედეგები მსოფლიოსთვის. ჯორჯ სოროსმა აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინაზე და საქართველოზე. ლექციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრაზე სტუდენტები ფონდების როლით დაინტერესდნენ. მათ შეკითხვაზე – როგორ წარმოუდგენიათ რუსეთი აგრესიის ფონზე, რისი გაკეთება და შეცვლა შეუძლია ფონდს, ჯორჯ სოროსმა უპასუხა, რომ იგი დაეხმარება ახალ უკრაინას, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს ძალიან ჰგავს.
“ვლადიმერ პუტინს დემოკრატიული უკრაინის ეშინია, ამიტომ ცდილობს მის დასუსტებას. მე დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს. ახალი საქართველო უფრო მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა”, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.
სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ – შეიძლება თუ არა, რომ საქართველომ დაიცვას ბალანსი – შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ამავე დროს, დარჩეს ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც ფინანსისტმა უპასუხა, რომ პუტინის ინტერესი უკრაინაში არ გამოხატავს რუსი ხალხის ინტერესს. მისივე თქმით, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ.
“პუტინის პოლიტიკის მიზანია, რომ ახალი უკრაინა დაიქცეს და ძველი უკრაინა გაცოცხლდეს. თუ ახალია უკრაინა გადარჩება, მაშინ „ახალი რუსეთის“ შექმნის პერსპექტივაც ჩანს”, – აღნიშნა ჯორჯ სოროსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები