“ჯანელიძე ძალიან მონდომებული და თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანია”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ მისი შემცვლელი მინდია ჯანელიძე
თავდაცვის სამინისტროში აღებულ კურსს გააგრძელებს, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. ალასანია ჯანელიძეს მის საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
როგორც ალასანიამ აღნიშნა მისი გუნდი დაუნდობელი და შეუვალი იქნება იმ საკითხების შესრულების კონტროლში, რაც ევროპასთან მიმართებაშია დაგეგმილი.
„მე იმედი მაქვს, რომ ახალი მინისტრი აღებულ კურსს გააგრძელებს, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც მასთან სამუშაო ურთიერთობა მქონდა დავინახე, რომ ძალიან მონდომებული, თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანია. მე მას მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან მისი წარმატება თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად ჩვენ ქვეყნის წარმატებაა.
აქედან გამომდინარე არცერთ მინისტრს არ ვუსურვებ წარმატების გარდა არაფერს იმიტომ, რომ მე ძალიან მეძვირფასება ის დრო, ენერგია, რომელიც ერთად მოვახმარეთ საქართველოს. რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული იქნა ერთობლივად, რაღაცეები არ გამოგვივიდა. მე ვიქნები იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელიც ყოველთვის კარგს დააფასებს. მაგრამ ვიქნები შეუვალი და დაუნდობელი იმ საკითხების  შესრულების კონტროლში, რაც ევროპასთან მიმართებაშია დაგეგმილია. ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც საზოგადოებასთან ერთად ყველა დაგეგმილ ნაბიჯს გავაკონტროლებთ”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები