ირაკლი ალასანია: დარწმუნებული ვარ, როგორც კი საქმეს გრიფი მოეხსნება, ის ჩაიფუშება

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას არ შეუძლია მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რომ მთავარი პროკურატურა მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით მოქმედებს. თუმცა როგორც ალასანიამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, მას აქვს თავისი ეჭვები.
“ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ხედვა და ეჭვები, მაგრამ ამას მტკიცებით ფორმაში მე ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულს უკვე დასჭირდება სერიოზული მტკიცებულებები. სწორედ იმის გასარკვევად მინდოდა საუბარი ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებთან, მოქმედებს თუ არა პროკურატურა დამოუკიდებლად. ამაზე მინდოდა დალაპარაკება, როდესაც ვთქვით, რომ უნდა ვისაუბროთ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საუბარი ვერ შედგა. დარწმუნებული ვარ, როგორც კი საქმეს გრიფი მოეხსნება, ის ჩაიფუშება და საპნის ბუშტივით გასკდება. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრს ნათქვამი აქვს, რომ ის ამ შემთხვევაში პასუხს მოსთხოვს პროკურატურას. ვნახავთ – სწორედ მაშინ დადგება რეალურად იმის გარკვევის მომენტი, პროკურატურა დამოუკიდებლად მოქმედებს, თუ სხვისი დიქტატის ქვეშ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები