თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება ქეცბაიამ პოლონეთთან მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.მისი თქმით, ის, როგორც რიგითი ქართველი, მუდამ საქართველოს გულშემატკივარი იქნება.
“სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა საქართველოს ნაკრებში. მომავალში ვუსურვებ წარმატებას და მე, როგორც რიგითი ქართველი, მუდამ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები”, – აღნიშნა ქეცბაიამ.
ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ ცემურ ქეცბაიას მთელი გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2009 წლიდან წვრთნიდა. მისი შემცვლელის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოს ნაკრები პოლონეთთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები