“პრემიერ-მინისტრსა და ჩემს შორის ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ“

 

  არც ერთი მწვავე განცხადება არ ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ჩემს მიმართ და არც ჩემი მხრიდან ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრს მასთან დაპირისპირებისკენ თავად მთავრობის ზოგიერთი წევრები უბიძგებდნენ.
როგორც მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ მას ბევრი მინისტრი აკრიტიკებდა. მისივე თქმით, ის ამ ეტაპზე მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის ვერანაირ დაძაბულობას ვერ ხედავს.
“როცა შენი მთავრობის ბევრი მინისტრი მკაცრად, ზრდილობის ზღვარზე აკრიტიკებს პრეზიდენტს, ალბათ, იგივე ხალხი ამას ისედაც საუბრობდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს ეს არ გაუკეთებია,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები