ჯორჯ სოროსი ხვალ პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს“ დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ხვალ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაცია როგორც პრემიერის, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, შეხვედრა პირისპირ გაიმართება. პრემიერის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ჯორჯ სოროსი მთავრობის ადმინისტრაციაში მიბრძანდება, თუმცა რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა, მათთვის უცნობია.
ჯორჯ სოროსი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს გუშინ ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები