„ხალხი, ვინც კიევში აქციებს მართავს, "მოფაშისტო – კრიმინალური ელემენტები" არიან“
ექსპერტი დავით ოსეფაშვილი უკრაინის მოვლენებს ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით ეხმიანება. ოსეფაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ძალიან სამწუხაროა, თუმცა ის ადამიანები, ვინც იქ დგანან, არა გმირები, არამედ “მოფაშისტო – კრიმინალური ელემენტები” არიან. “მაიდანზე მდგარი ადამიანები, არ არიან ჩემთვის გმირები! საქართველოში და დასავლეთშიც მთელი ისტერიაა ატეხილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ნამდვილად სამწუხაროა, სამწუხაროა ის მსხვერპლიც, რომელსაც აქვს ადგილი, თუმცა მე ვერ გავიზიარებ იმ ადამიანების პათოსს, რომლებიც მაიდანზე მყოფი ხალხის გმირობის შესახებ საუბრობენ, რადგან მე მიმაჩნია, რომ ის ხალხი, ვინც მთელი ეს თვეებია იქ დგას და ბოლო დღეებმა ეს განსაკუთრებით ცხადყო, არიან “მოფაშისტო – კრიმინალური ელემენტები”, რომლებიც იმართებიან უცხო ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებიდან და რომლებსაც არ აინტერესებთ უკრაინელი ხალხის მომავალი და ბედი”, – წერს ექსპერტი დავით ოსეფაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.