„ერთ თვეში ირაკლი ალასანიამ ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო“
ირაკლი ალასანიამ ერთ თვეში ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. დეპუტატი უახლოეს დღეებში, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასაც გეგმავს. “მარტო მარტის თვეში (2013 წელს) ირაკლი ალასანიამ ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო. თავდაცვის მინისტრისა და, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაგაცნობთ”, – წერს ირმა ნადირაშვილი.