უკრაინის თავდაცვის მინისტრი კიევში სადესანტო ბრიგადას გზავნის

   უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პაველ ლებედევმა კიევში სადესანტო ბრიგადის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უკრაინული მედია წერს, ლებედევმა უკრაინის დედაქალაქში დნეპროპეტროვსკის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 500-კაციანი შემადგენლობის გამგზავრების ბრძანება გასცა. ეს ინფორმაცია დაადასტურა თავად მინისტრმაც. მისი თქმით, ბრძანების გაცემის მიზანი ბაზების დაცვის გაძლიერებაა. “დიახ, მე ასეთი ბრძანება გავეცი. ამის მიზანია იმ ბაზების დაცვის გაძლიერება, სადაც საბრძოლო იარაღი და არსენალი ინახება”, -განაცხადა ლებედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები