კარლ ბილდტი: იანუკოვიჩის ხელებზე სისხლია

   შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უკრაინაში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ვიქტორ იანუკოვიჩს აკისრებს. ამის შესახებ ბილდტმა ტვიტერზე დაწერა. “უკრაინაში მომხდარ ძლადობასა და ადამიანთა სიკვდილზე საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ იანუკოვიჩს აკისრია. მის ხელებზე სისხლია”, – წერს ბილდტი. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ გვიან ღამით ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები