უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ადეიშვილის მსგავსი მრჩეველი იქ არ მინახავს

  “პრემიერის ოფისი 2014 წლის სექტემბერში დავტოვე და ასეთი მრჩეველი იქ არ მინახავს”, – ასე აფასებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ზურაბ ადეიშვილს.
“მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრის ოფისში, რომელიც 2014 წლის სექტემბერში დავტოვე, ასეთი მრჩეველი მე იქ არ მინახავს”,- განუცხადა სიიარტომ “რუსთავი 2”-ს.
რაც შეეხება უნგრეთის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ასეთი სამართლებრივი საკითხები მას არ ეხება.
“თუკი ქართველები არიან უნგრეთში და მათ მოსწონთ ჩვენი ქვეყანა ეს მისასალმებელია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი ქართველი ჩამოვა უნგრეთში და თავს კარგად იგრძნობს”, – აღნიშნა სიიარტომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები