დავით ნარმანიამ „არქი თაუერის“ სავაჭრო ცენტრი გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „არქი თაუერის“ სავაჭრო ცენტრი გახსნა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, სავაჭრო ცენტრი თავისი არსით და დანიშნულებით ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის საბიუჯეტო შემოსავლებისა და ადამიანების დასაქმების მხრივ.
„მისასალმებელია, რომ მაღალი უმუშევრობის ფონზე, მხოლოდ ამ პროექტში 500-მდე ადამიანია დასაქმებული, რისთვისაც ინვესტორს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. თბილისის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს და გვერდით დაუდგება თითოეულ იმ მეწარმეს და ბიზნესმენს, ვისაც ქალაქში საქმის კეთება სურს და ზრუნავს ადამიანების დასაქმებაზე“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“არქი თაუერი“ 23 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომლის საერთო ფართობი 35,000 კვ.მ.–ს, ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. უმსხვილეს დეველოპერულ პროექტს „იბერკომპანი“ პარტნიორ „არქი ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს. 7 000 კვ. მეტრზე განთავსებული სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე ფუნქციონირებს ქართული და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სავაჭრო ობიექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები