ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ელჩმა საქართველოში მინისტრების გადადგომის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოში აშშ-ს ელჩმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გადაყენებისა და მისი ორი კოლეგის – მაია ფანჯიკიძის და ალექსი პეტრიაშვილის გადადგომის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს.
აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ამ მოვლენების შედეგად საქართველოს დემოკრატია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
„ვიცი, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ამ მოვლენებს. რასაკვირველია, მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს მთავრობის შემადგენლობა – თავად ქართველების საქმეა. მაგრამ რეგიონში მღელვარების და საქართველოს ეკონომიკური გამოწვევების დროს ყველაზე საჭიროა სტაბილურობა, ერთიანობა და სამართლებრივი პროცედურების, კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულება და საზოგადოების მხრიდან ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა დიპლომატმა.
ნორლანდის განცახდებით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყველა მხარემ უნდა იმუშაოს, აქცენტი კი ქვეყნის მომავალზე უნდა გაკეთდეს, რომელიც მყარადაა დაკავშირებული ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან.
შეშფოთება საქართთველოში განვითარებული მოვლენების თაობაზე ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონში გადამდგარ მინისტრებს, საკუთარი ქვეყნისთვის მათ სამსახურს და აშშ-სთან პარტნიორობას მაღალ დონეზე აფასებდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რეგიონში დაძაბული სიტუაციისა და საქართველოში ეკონომიკური პრობლემების ფონზე ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებში ერთიანობის, სტაბილურობის დემონსტრირება უნდა იყოს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა სამართლებრივი პროცედურების შესასრულებლად უნდა მიისწრაფოდეს, – აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

10800151_863605183679721_1715632674_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები