დავით შავლიაშვილი EIB-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოში EIB-ის რეგიონული ოფისის გახსნა იგეგმება, რაც მხარეთა თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე. ამავე შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პრიორიტეტებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები