საქართველოში კრიზისი ალასანიამ და სააკაშვილმა შექმნეს – რუსი პოლიტოლოგი

        პოლიტოლოგმა და საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ აღმოსავლეთის რედაქციის მთავარმა რედაქტორმა სტანისლავ ტარასოვმა საქართველოში კრიზისის საფუძვლებზე ისაუბრა. ინტერვიუ მან სააგენტო „პრავდა.რუს“ მისცა. „კრიზისი საქართველოში ყოფილი ლიდერების – ალასანიას და სააკაშვილის ქმედებებითაა გამოწვეული. პირველი აშკარად პროდასავლურ მოსაზრებებს ემხრობა, მეორე კი ქვეყანაში „საკუთარი მაიდნის“ ორგანიზებას ცდილობდა. ორივეს საქართველო დიქტატორულ რეჟიმში ჰყავდა. ახლა, ასეთი პოლიტიკოსების გადადგომის შემდეგ, ქვეყანამ საერთაშორისო არენაზე თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობა სრულად დაკარგა“, – განაცხადა ტარასოვმა. მისი აზრით, „ყოფილ პრეზიდენტს ამერიკა, რომელთანაც თანამშრომლობისკენაც ასე ისწრაფვოდა სააკაშვილი, მოქალაქეობაზე უარს ეუბნება, საკუთარი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება კი სისხლის სამართლის ბრალდებებს უყენებს. შედეგად, საქართველო აზერბაიჯანისთვის ტრანზიტული ქვეყანა გახდა, სომხეთისთვის ბუფერულ ზონად იქცა, ევროპა კი უახლოეს წლებში გაფართოებას და საკუთარ შემადგენლობაში ასეთი პოსტსაბჭოური მონაწილეების მიღებას არ აპირებს“. „როგორ არ უნდა ატრიალო, საქართველო კავკასიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროპასთან, ამიტომ მეზობლობა სწორედ რუსეთთან უწევს“, – ამბობს ტარასოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები