მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრო

 

     “ნაციონალური მოძრაობის” და პარლამენტის წევრის გია ბარამიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “სკაიპით” ჩაერთო, და მათ15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია განიხილეს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავს. “ვგეგმავთ ძალიან მტკიცე პროტესტის გამოხატვას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ახლა აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას აპირებს. ჩვენი ამოცანაა, არაპარტიულ რეჟიმში, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ერთიანობა და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მისი ხმა გაიგონოს მტერმაც და მოყვარემაც, ორგანიზებულად, მშვიდობიანად მოვიდნენ 15 ნოემბერს და ყველას დავანახოთ, რა არის ქართული საზოგადოების პოზიცია საქართველოს მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბარამიძემ. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 15 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები