ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ გამოძიება „პირდაპირ მასთან მივიდეს“

 

     თავდაცვის ყოფილი მისნიტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმე „პირდაპირ მასთან მივიდეს“. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერს ველოდები და პირიქით, მე ხომ ვიცი, რომ ამ ყველაფრის სამიზნე მე ვარ. ამიტომაც მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის უდანაშაულო ბიჭები უნდა გამოვიდნენ, და თუ რამე შეკითხვა აქვთ, ჩემთან მოვიდნენ”, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები