“თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლა ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს“

იმედი მქონდა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” დარჩებოდნენ მმართველ კოალიციაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლა ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს.
“ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ისეთ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მზად არის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ქვეყანამ მიაღწიოს წინსვლას და განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. იმედი მქონდა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” დარჩებოდნენ მმართველ კოალიციაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები