ხათუნა სამნიძე: კოალიციას მოუწევს „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობა

კოალიციას მოუწევს „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობა ამა თუ იმ საკითხში. გარკვეული, კონკრეტული თემები შესაძლებელია, სამომავლოდ თანამშრომლობის საფუძველი იყოს”, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ჩვენ, „რესპუბლიკელები“ გავაგრძელებთ თანამშრომლობას „თავისუფალ დემოკრატებთან“. არასდროს გვქონია მათთან არსობრივი დაპირისპირება, ან შეუთანხმებლობა მათ ფრაქციასთან პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენთან, ისევე როგორც კოალიციასთან ითანამშრომლებენ”, – მიიჩნევს სამნიძე.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ირაკლი ალასანია ეფექტური მინისტრი იყო.
“ვერაფერს ვერ ვიტყვი პრემიერის განცხადებებთან დაკავშირებით . მე ახალაც ვთვლი, რომ ალასანია როგორც თავდაცვის მინისტრი იყო ეფექტური და მათი წასვლა კოალიციიდან სერიოზული დანაკლისი იქნება”, – აცხადებს სამნიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები