გოგა ხაინდრავა: აგვიხსნას ფანჯიკიძემ, ვინ დაავალა ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა

აგვიხსნას მაია ფანჯიკიძემ, ვინ დაავალა მას, რომ ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაედგა, – ამის შესახებ კონორეჟისორმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა საზოგადოება პოლიტიკური დემარშის წინაშე დააყენა, რამაც ქვეყანას ძალიან რთული და სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
„როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებს მარგინალების ჯგუფი, ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მოვითხოვ, გამოვიდეს მაია ფანჯიკიძე და საქართველოს მოსახლეობას აუხსნას, ვინ დაავალა მას, რომ ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაედგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ეს იყო პოლიტიკური საბოტაჟი – საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები