პროკურატურა თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს საქმის მასალები გადაუგზავნა, ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა, პროცესის საჯაროობის და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვის ფაქტს, განსაიდუმლოების და გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა ამავე უწყებიდან ამოღებული დოკუმენტები, რომელსაც ასევე ეთხოვა ამავე საქმეზე გამოძიებისთვის მიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლაც, რომელიც არ მოთხოვნილა თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოდგენს. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა დამსაიდუმლოებელ ორგანიზაციებს. ამავდროულად, გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, მთავარი პროკურატურა გამოძიების მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც როგორც ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმსჯელებს საქმისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე. ასევე პროკურატურა აპირებს განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლის მოთხოვინით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიების მიერ მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საიდუმლო შესყიდვების კანონიერებისა და საიდუმლო შესყიდვის ფორმით ჩატარების აუცილებლობის შემოწმება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები