პრემიერი: გამოძიების პროცესთან დაკავშირებით ალასანაის საჯარო რეაქცია იყო უპასუხიმგებლო

მთავრობის წევრი საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, წამოაყენოს ისეთი ბრალდებები, რომელმაც შეიძლება ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა გააფუჭოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლეთან შეხვედრაზე გააკეთა. პრემიერის თქმით, ალასანაის საჯარო რეაქცია გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხიმგებლო.
“ჩვენი კურსი ურყევია. საუბედუროდ, ირაკლი ალასანაის საჯარო რეაქცია გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხიმგებლო. მთავრობის წევრი საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, წამოაყენოს ისეთი ბრალდებები, რომელმაც შეიძლება ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა გააფუჭოს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები