ალექსი პეტრიაშვილი: ერთადერთი, ვისაც ეს ამბავი ახარებს, ნინო ბურჯანაძის პარტიაა

საქართველოს ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები არა პირადად მას, არამედ პრემიერის იმიჯს აზიანებს. „ამ ტიპის განცხადებები თავად პრემიერს აზიანებს. მისი იმიჯისთვის საზიანოა და ეს უკვე მისი საზრუნავია, მას არაფერ სიკეთეს არ მოუტანს ეს განცხადებები, რეალობა სხვა არის, ეს საზოგადოებამაც, პრემიერმაც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც კარგად იცის. ეს არ აზიანებს ირაკლი ალასანიას, ეს ვნებს თავად პრემიერს. არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ერთი კონკრეტული პარტია არ განიხილება, ერთადერთი, ვისაც ეს ამბავი ახარებს, ნინო ბურჯანაძის პარტიაა“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები