ოთარ დანელია ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ისრაელის ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) ხელმძღვანელთან, ჯილ ჰასკელთან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სასწავლო კურსების ორგანიზებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით უახლესი ტექნოლოგიების კუთხით.
გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მოსავლის შენახვის, შეფუთვისა და დასაწყობების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები