ელგუჯა ხოკრიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან – ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ქართულ დელეგაციასთნ ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა (KFW) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წარმომადგენლებს შეხვდა.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენელმა ნორბერთ კლოფენბურგმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ბუნების ფონდისთვის (CNF) დამტებით ორი მილიონი ევრო გამოიყოფა. კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები