ვახტანგ კაპანაძე ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე პენტაგონში ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ლინგელს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
გენერლებმა სამომავლოდ ერთობლივი სწავლებების ჩატარების გეგმებიც დასახეს.
ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე სრული მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრაზე სამხედრო მაღალჩინოსნებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები.
საუბარი შეეხო ISAF-ის ოპერაციასა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიას.
გენერალ-ლეიტენანტმა ლინგელმა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ასევე შეხვდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშორმლობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიცე-ადმირალ ჯოზეფ რიქსის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები