ჩხუბი თათა ვარდანაშვილის ატელიეში – დიზაინერმა სამართალდამცველებს ჩვენება მისცა

დიზაინერ თათა ვარდანაშვილის ატელიეში ჩხუბი მოხდა. შპს „დემეტრე 96“ -ში ერთმანეთს სამკერვალო ატელიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. როგორც „კვირას“ კომპანიის დირექტორის მოადგილემ ნიკა ვარდიაშვილმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სიტუაციის განსამუხტად საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ატელიე ისნის რაიონში,  წულაძის 22 ნომერში მდებარეობს.
მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად საპატრულო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა თავად თათა ვარდანაშვილიც.
„დაახლოებით ორი საათის წინ, ატელიეში მკერავ ქალებს შორის ჩხუბი მოხდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩხუბის გამო სამართალდამცველებმა დაკითხეს ატელიის ორი თანამშრომელი და თათა ვარდანაშვილი. გამომძიებლის კითხვების შემდეგ, თათა ვარდანაშვილმა პოლიციის შენობა დატოვა. ის ქალბატონებიც უკვე სახლში არიან“, – აღნიშნა ნიკო ვარდიაშვილმა.
ვარდიაშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს თათა ვარდანაშვილთან კითხვები თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ჰქონდათ.
როგორც ცნობილია, თათა ვარდანაშვილის სამკერვალო თავდაცვის სამინისტროს ემსახურებოდა. დიზაინერის სამკერვალოში იკერებოდა ჯარისკაცებისთვის სპეციალური უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და ზურგჩანთები.

10433098_397369547070000_6170221655248085088_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები