არჩილ გამზარდია გადამდგარ მინისტრებს: თქვენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხართ
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ გამზარდია “ნებით გადამდგარი” მინისტრების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. გამზარდია ფიქრობს, რომ უხერხულია, როცა მათ ქცევას აღებული მოვალეობა კი არა, არამედ პარტიული “სოლიდარობის” პრინციპი განაპირობებს.
“ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ თუკი მაღალი თანამდებობის პირის ქცევა ვიწრო პარტიული ინტერესიდან გამომდინარეობს, ამას ჰქვია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ქცევა. ამას “ნებით გადამდგარი” მინისტრების მისამართით ვამბობ. უხერხულია, პატივცემულებო, როდესაც თქვენს ქცევას აღებული მოვალეობა კი არ განაპირობებს, არამედ პარტიული “სოლიდარობის” პრინციპი. თქვენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხართ. მე მაპატიეთ“, – წერს გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.