ორიენტირებული სიტუაციური სწავლება „ხერთვისი 2014“ გაიმართა

ვაზიანის პოლიგონზე გაძლიერებული მექანიზირებული ასეულის ტაქტიკური ჯგუფის, ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება „ხერთვისი 2014“ გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაქტიკურ სწავლებას წრთვნისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაური პოლკოვნიკი ლერი გელხაური ხელმძღვანელობდა.
მან მოწვეულ სტუმრებს წვრთნის მიზანი და ამოცანა, ასევე, მონაწილე ელემენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა.
სწავლების იმიტირებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავარი ამოცანა იყო ქართულ ქვედანაყოფებს გაენეიტრალებინათ მტრულად განწყობილი ძალები და აღედგინათ საკუთარი ძალების კონტროლი დასახლებულ პუნქტზე.
„ხერთვისი 2014“ „მაილსის“ ლაზერული სისტემების გამოყენებით მიმდინარეობდა. ტაქტიკური სწავლება დასახლებულ პუნქტში, ქვეითების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, საჰაერო ელემენტების, სამხედრო პოლიციის, საინჟინრო დანაყოფების და სპეცდანიშნულების ჯგუფების კომბინირებული მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. საჩვენებელ წვრთნას საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაური პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები