კახეთში არასრულწლოვანმა მიკროავტობუსი გაიტაცა – მოზარდი დაკავებულია

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში „ფორდის“ ტიპის მიკროავტობუსი გაიტაცეს. შემთხვევა 22 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გამტაცებელი არასრულწლოვანია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, „ფორდის“ გამტაცებლი თორნიძე ძ. თბილისში, ცხელ კვალზე, იმავე დღეს დააკავეს.
სამართალდამცავებმა „ფორდის“ ტიპის მიკროავტუბუსი ამოიღეს. დაკავებული ჩანელ დანაშაულს აღიარებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ“ ქვე პუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები